25 ოქტომბერი კვირა
ძველი სტილით — 12 ოქტომბერიდღეს
წმიდა მოწამენი: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკე (+304)
21-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ VII მსოფლიო კრებაზე (787)*
- მოწამეთა: პროვოსი, ტარახოსი და ანდრონიკესი (304)›
- ღირსისა კოზმასი წმიდაქალაქელისა, მაიუმელ ეპისკოპოსისა და კანონთგამომთქმელისა (787) მოწამისა დომნიკასი (286)›
- მარტინე მოწყალისა, ტვირელ ეპისკოპოსისა (400)›
- დღესასწაული იერუსალიმის ღმრთისმშობლის ხატისა (48)›
საკითხავები
მწუხრ.: მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21.
ცისკ.: სახ. მე-10, ინ.21:1-14(დას.66).
ლიტ.: გალ. 2: 16-20 (დას. 203). ლკ. 7: 11-16 (დას. 30).წმ. მამათა: ებრ. 13: 7-I6 (დას. 334). ინ. 17: 1-13 (დას. 56).
ლიტურგიკული შენიშვნა
* მამათახსენება გარდამავალია – დადებული 11 ოქტომბრის მომდევნო კვირიაკეს (იხ. 11 ოქტომბერი, სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 191. სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი I, გვ. 234). შენიშვნა:მამათა კვირიაკეს დამთხვეული რიგის წმიდის განგება დაიტევება, და იგალობება „ოდეს გულისჴმა-ყოს ეკლესიარხმან“ (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 191. სადღესასწაულო, 2013 წ. წიგნი I, გვ. 234).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ღმერთმა ადამიანს დედამიწაზე დაბადება და სიკვდილი განუსაზღვრა, ხოლო ცათა შინა კი - სისრულე ყოველივესი და უცვალებელი არსებობა. ყოველივე კი ადამიანისა და მისი უკვდავი სულის ხსნისათვის შეჰქმნა სახიერმა შემოქმედმა. ღმერთმა, რომელიც უამისოდაც არ საჭიროებდა არავითარ სიკეთეთ, ადამიანისათვის განმზადა ცანი, დედამიწა და ბუნებრივი მოვლენები, და მათი მეშვეობით მოპმადლა მას ყოველგვარი სიკეთე.









