გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

22 მარტი კვირა

ძველი სტილით — 9 მარტი

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320)

დიდი მარხვის მე-4 კვირიაკე. ხმაVIII.

წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

მწუხრ.: 40 მოწ.: ეს. 43, 9-14. სიბრძ. 3: 1-9. სიბრძ. 5: 15 - 6: 3.

ცისკ.: სახ. მე-8, ინ. 20: 11-18 (დას. 64).

ლიტ.: ებრ. 6: 13-20 (დას. 314). მკ. 9: 17-31 (დას. 40).40 მოწ.: ებრ. 12: 1-10 (დას. 331). მთ. 20: 1-16 (დას. 80).

ლიტურგიკული შენიშვნა

*გარდამავალია, მოიხსენიება დიდმარხვის მე-4 კვირიაკეს. ** რადგან40 სებასტიელი მოწამის ხსენების დღე დაემთხვა დიდმარხვისIVკვირიაკეს, ღირსი იოანე სინელის განგება ამ დღეს დაიტევება. და გადაიტანება 11 მარტს, ან როცა ინებებს უპირატესი. (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 10, უკანა, ასევე ცხრილის შენიშვნა (14).

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.

— წმ. ნილოს სინელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026