27 თებერვალი პარასკევი
ძველი სტილით — 14 თებერვალიდღეს
წმიდა ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) - ახალი
დიდმარხვის I შვიდეული. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- კანონთა გალობა დიდ მარხვაში ღირსისა მღვდელმონაზონისა ილარიონ ახლისა, მთაწმიდელისა(ყანჩაველი, 1864)*›
- ღირსისა ავქსენტი ბითვინიელი იღუმენისა (470)›
- ღირსისა მარონ სირიელ მეუდაბნოისა (IV)›
- აბრაამ კარიელ ეპისკოპოსისა (V)›
- მოციქულთა სწორისა კირილესი, სლოვენთა მოძღვრისა (869)›
- სოლომონისა, იერუსალიმის პატრიარქისა (IX)
საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 3: 1-14.
მწუხრ.: დაბ. 2: 20 - 3: 20. იგავ. 3: 19-34.
ლიტურგიკული შენიშვნა
შენიშვნა:ამბიონის ლოცვის შემდგომ წაიკითხება (ან იგალობება) სავედრებელი გალობა წმიდა თეოდორესადმი და იკურთხევა წანდილი (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 150-153). * ხსენებისდღე დაწესდა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის კრების განჩინებით. შენიშვნა:ღირსი ილარიონის განგებაზე იხ. 10 თებერვლის შენიშვნა.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.
— წმ. ეფრემ ასური · #






