9 თებერვალი ორშაბათი
ძველი სტილით — 27 იანვარიდღეს
აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა (438)
უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
საკითხავები
ცისკ.: ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).
ლიტ.: რიგ.: 1 ინ. 2: 18 - 3: 10 (დას. 71). მკ. 11: 1-11 (დას. 49).მღ.მთ: ებრ.7: 26 - 8: 2 (დას. 318). ინ. 10: 9 -16 (დას. 36).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
არასდროს განსაჯო შენი მოძღვრის საქმენი, არამედ ყოველთვის მისდიე მის მოძღვრებას, მისი მცნებები აღასრულე. დემონები ჩვეულებისამებრ მიგითითებენ მოძღვრის ნაკლზე, რათა დაგიხშონ ყურები მისი გაკვეთილებისთვის, რომ გახდე უძლური და მოშიში მებრძოლი ბრძოლის ველზე ანდა ურწმუნოების გულისთქმებით დაგასუსტონ და სიზარმაცე მოგგვარონ, რომ რაიმე სათნოება ვერ აღასრულო.
— ედესის ეპისკოპოსი მღვდელმთავარი თეოდორე · #




