6 თებერვალი პარასკევი
ძველი სტილით — 24 იანვარიდღეს
წმიდა მოწამე ბაბილა სიცილიელი და მოწაფენი მისნი ტიმოთე და აღაპი (III)
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმ. მელქისედეკ I-ისა, საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქისა, სვეტიცხოვლის განმაახლებელისა (XI)*
- ღირსისა დედისა ქსენისი, რომელსა ერქვა ევსებია, რომაელისა (V)
- მოწამეთა: ბაბილა სიცილიელისა და მოწაფეთა მისთა ტიმოთესი და აღაპისა (310)›
- მოწამეთა: პავლესი, პავსირისა, და თეოდოტისა (284-305)›
- მოწამისა თეოდულესი, რომელი იყო ანაზარბო ქალაქით (284-305)
- ღირსისა მაკედონი სირიელი მეუდაბნოისა (420)›
- ღირსმოწამისა ანასტასი სპარსისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა VII საუკუნეში)
- ნეტარისა ქსენია პეტერბურგელისა (XIX)›
საკითხავები
ლიტ.: 1 ინ. 2: 7-17 (დას. 70). მკ. 14: 3-9. (დას. 63).
ლიტურგიკული შენიშვნა
*წმ. მელქისედეკისანდერძის თანახმად, სვეტიცხოველში მის სახელზე აღესრულებოდა ღამისთევის ჟამისწირვა და აღაპი. 1918 წლიდან კი მისი ხსენება შეტანილია საეკლესიო მოსახსენებელში. შენიშვნა:თუ უპირატესი ინებებს წმიდა მელქისედეკის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
უნდა ვერწმუნოთ მათ, ვისაც უფლისგან აქვთ ჩვენზე ზრუნვის მადლმოსილება, თუნდაც მათი ბრძანებულებანი ჩვენი ხსნის საწინააღმდეგოდ მივიჩნიოთ. ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია.
— ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) · #







