8 თებერვალი კვირა
ძველი სტილით — 26 იანვარიდღეს
წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე, მეფე ყოვლისა საქართველოჲსა აღმაშენებელად წოდებული (+1125)
უძღები შვილის კვირიაკე. ხმაII.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- კეთილმსახურისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებელისა (1125)›
- ღირსთა: ქსენოფონტესი, მეუღლისა მისისა მარიამისა და ძეთა მათთა არკადისა და იოანესი (V-VI)›
- მოწამეთა: ანანია ხუცისა, პეტრე მეჭურჭლისა და მათ თანა შვიდთა მხედართა (284-305)›
- ღირსისა სვიმეონ ძველისა (380-390)
- ღირსისა თეოდორე სტუდიელ იღუმენისა (აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა 842-846 წლებში)
- იოსებ თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (830)
საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: 1 კორ. 6: 12-20 (დას. 135). ლკ. 15: 11-32 (დას. 79).მეფისა: რომ. 13: 1-10 (დას. 111). ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ვინც სინდისი განიწმიდა თავისი მოძღვრის მორჩილებით, მას უკვე სიკვდილის არ ეშინია და ყოველდღე, როგორც ძილს ან უკეთ რომ ვთქვათ, როგორც სიცოცხლეს, ელოდება მას და ზუსტად იცის, რომ სხეულიდან სულის გასვლისას, მოძღვარს და არა მას მოეთხოვება პასუხი.
— ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) · #









