12 აპრილი კვირა
ძველი სტილით — 30 მარტიდღეს
ბრწყინვალე აღდგომა
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
კვირა
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!› Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა იოანე სინელისა (კიბის აღმწერელისა,VI-VII)›
- წინასწარმეტყველისა იოადისა (X ს. ქრისტეს შობამდე)›
- მოციქულთა: სოსთენისა, აპოლოსისა, კეფასი, კესარიოსისა და ეპაფროდიტესი (I)›
- წმიდისა ევბულასი (აპოლასი) - დიდმოწამე პანტელეიმონის დედისა (303)
- ღირსისა იოანე მდუმარისა (VI)›
- ზოსიმე სირაკუზელი ეპისკოპოსისა (662)›
- მღდელმოწამისა და აღმსარებელისა აკაკი ეპისკოპოსისა (დაახ. 251)
- საჰაკისა, პართეველ ეპისკოპოსისა, ძისა დიდისა ნერსესი (VI)
საკითხავები
ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.
ლიტ.: საქმ. 1: 1-8 (დას. 1). ინ. 1: 1-17 (დას. 1).
ლიტურგიკული შენიშვნა
შენიშვნა 1)სადღესასწაულო ღმრთისმსახურება იწყება ეკლესიის ირგვლივ ლიტანიობით, რომლის დროს იგალობება: „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩუენცა ქუეყანასა ზედა ღირს მყვენ წმიდით გულით დიდებად შენდა“. ლიტანიის შემდეგ იწყება „განგება პირველ ცისკრისა“ ეკლესიის კარიბჭესთან. ასამაღლებლის შემდეგ ითქმის „ქრისტე აღდგა“, საგანგებო ჩასართავებით, და პასექის გალობანი. ცისკრის განგებას მოჰყვება ჟამობა პასექის წესით. საპასექო ჟამობა შედგება მხოლოდ სააღდგომო საგალობლებისაგან, და ტექსტობრივად ერთნაირია პირველი, მესამე და მეექვსე ჟამები, რომელთაც მოჰყვება: ამბიონის ლოცვის შემდეგ – არტოსის კურთხევა. შენიშვნა 2)ჟამობა პასექის წესით, ნაცვლად შუაღამიანისა, I, III, VI, IX და სერობის ჟამებისა, სრულდება მთელ ბრწყინვალე შვიდეულში დიდი შაბათის ჩათვლით. თომას კვირიდან კი დაიწყება ჩვეულებრივი ჟამობა. გარდა საზოგადო ღმრთისმსახურებისა, მთელ ბრწყინვალე შვიდეულში პასექის ჟამთა საგალობლებს ასრულებენ მოწესენი და ერისკაცნი პირადი ყოველდღიური ლოცვის დროსაც, ნაცვლად ჩვეულებრივი (ძილისაგან აღდგომისა და ძილად მისვლის) ლოცვებისა.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა, რამეთუ ამ მეორის მიზეზი ის პირველია.
— წმინდა იოანე სინელი · #
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: აღდგომა · CC0











