17 აპრილი პარასკევი
ძველი სტილით — 4 აპრილიდღეს
ბრწყინვალე შვიდეული. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „წყარო ცხოვრებისა“.ღირსისა იოსებ მგალობელისა (883)›
- ღირსისა გიორგი მალეელისა, მდუმარისა (IX)›
- ღირსისა ზოსიმე მონაზონისა პალესტინელისა (560)›
- ქალწულმოწამისა ფერბუთა სპარსისა და დისა მისისა და მხევლისა მისისა (341-343)›
საკითხავები
ლიტ.: საქმ. 3: 1-8 (დას. 7). ინ. 2: 12-22. (დას. 7).ღმრთისმშობლის: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
ლიტურგიკული შენიშვნა
* გარდამავალია,იდღესასწაულება ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს. ამის შესახებ ცნობას გვაწვდის ზატიკი: „ხუთშაბათსა მწუხრად ბრწყინუალისა შჳდეულისასა, ვჰგალობთ მდგომარესა შედეგსა, ქმნილსა უფლისაგან ნიკოფორე კალისტე ქსანთოპულოსისა, ყოვლად წმიდისა დედოფლისა ღმრთისმშობელისა, ცხოვრების შემწყნარებელისა წყაროისათჳს; რამეთუ ვერსადა ვჰპოეთ ტიპიკონთა შინა აკოლოთიაჲ ამისთჳს, არამედ დავსდევით სიყუარულისათჳს ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა“ (იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 34).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
სულის აღმოსვლის დროს მარტო შენსას გკითხავენ და არა სხვისას.









