გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

31 მაისი კვირა

ძველი სტილით — 18 მაისი

სულთმოფენობა (სამება)

სულიწმიდის მოფენა წმიდა მოციქულებზე

აღდგომიდან მე-8 კვირიაკე. მეერგასე (50-ე) დღე შემდგომად პასექისა. კვირიაკე სულისა წმიდისა.

სულთმოფენობა. წმიდა სამების დღე
სულთმოფენობა

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

მწუხრ.: 1) რიცხ. 11: 16-17, 24-29. 2) იოელ. 2: 23-32. 3) ეზეკ. 36: 24-28.

ცისკ.: ინ. 20: 19-23 (დას. 65).

ლიტ.: საქმ. 2: 1-11 (დას. 3). ინ. 7: 37 - 52; 8: 12 (დას. 27).

ლიტურგიკული შენიშვნა

*სულთმოფენობა– სულიწმიდის მოსვლის დღესასწაულის ხალხური სახელწოდებაა,მარტვილიაკი – სულიწმიდის მოფენის დღესასწაულის უძველესი სახელწოდება, რომელიც საღმრთისმსახურო წიგნებში უძველესი დროიდან უცვლელად მოიხსენიებოდა მათ ბეჭდურ გამოცემებამდე (XVIII-XIX სს.). ტერმინი „მარტვილია“ გვიჩვენებს, რომ ამ დღეს მოხდა დამოწმება (ბერძნ. „მარტვირია“) ქრისტეს საღმრთო ბუნებისა, რადგანაც აღესრულა მოწაფეებისათვის მის მიერ მიცემული აღთქმა, მოკლე ხანში სულიწმიდის მოვლინების შესახებ (საქმე მოც. I, 4-5). სულიწმიდის მოფენის სახელზე აგებულ ეკლესიებს ძველად საქართველოში „მარტვილიის ეკლესიის“ სახელით მოიხსენიებდნენ. სწორედ მარტვილიის დიდი საკათედრო ტაძრისაგან მიიღო სახელწოდება დასავლეთ საქართველოს ქალაქმა მარტვილმა, სადაც ეს ტაძარი აშენდა (VII ს.). მოგვიანებით ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელზე იკურთხა. **გარდამავალია,მოიხსენიება სულიწმიდის მოსვლის დღეს.

ხმა და დღის ფსალმუნნი

7
ამ კვირის ხმაა 7რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

უნდა განიხილო თუ ვის ეუბნები. როდესაც იცი, რომ მსმენელი სარგებლობას ღებულობს, მაშინ ესაუბრე მას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ნუ ისაუბრებ.

— წმ. ბერები ბარსანოფი დიდი და იოანე · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: სულთმოფენობა · Public domain