გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

30 მაისი შაბათი

ძველი სტილით — 17 მაისი

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I)

აღდგომიდან მე-7 შვიდეული. სულის შაბათი

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

ლიტ.: საქმ. 28: 1-31 (დას. 51). ინ. 21: 15-25 (დას. 67).მიც.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16)*.

ლიტურგიკული შენიშვნა

* მიცვალებულთაეს საკითხავები მითითებულია საღმრთისმსახურო სამოციქულოსა და სახარებაში, ასევე ტიპიკონში, ზატიკში კი მათ ნაცვლად განწესებულია: 1 კორ. 15: 47-57 (დას. 163). ინ. 6: 35-30 (დას. 21). უპირატესის ნებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი მათგანი.

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

სული წმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით.

— ღირსი ანტონი დიდი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026