გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

28 აგვისტო პარასკევი

ძველი სტილით — 15 აგვისტო

მიძინება (მარიამობა)

მიძინება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა

მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება
ღვთისმშობლის მიძინება

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 1

საკითხავები

მწუხრ.: 1) დაბ. 28: 10-17. 2) ეზეკ. 43: 27; 44: 1-4. 3) იგავ. 9: 1-11.

ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).

ლიტ.: ღმრთისმშ.: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).

ლიტურგიკული შენიშვნა

*მარიამობა– სამეგრელოში მარაშინობად მოიხსენიება. წყაროები: „კავკაზი“, 17 ივნისი, 1853 წ. № 44, ხოპის მონასტერი; „კავკაზსკაია სტარინა“, 1873 წ. № 3 იანვარი, მგზავრის შენიშვნები სამეგრელოში თ-დ რ. დ. ერისთავისა; „ივერია“, 1898 წ. 26 აგვისტო, № 183, დაბა. ხობი; „ივერია“, 1902 წ. 9 აგვისტო, № 168, დაბა ხობი; ,,ცნობის ფურცელი“, 1903 წ. 1 აგვისტო, № 2224, წერილი სამეგრელოდან; „ჩერნომორსკი ვესტნიკ“, 1904 წ. 1 დეკემბერი, № 249, დაბა ხობი ზუგდიდის მაზრისა; „შინაური. საქმეები“, 1910 წ. 9. სექტემბერი, № 32, წერილი ხოპიდან; „კოლხიდა“, 1911 წ. 25 აგვისტო, № 120, დ. ხობი; „შინაური საქმეები“, 1912 წ. 04 ივნისი, № 24, ყოვლადსამღვდელო ლეონიდის მოგზაურობა სამეგრელოს ეკლესიების დასათვალიერებლად.

ხმა და დღის ფსალმუნნი

3
ამ კვირის ხმაა 3რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თუ ადამიანი სიკეთეს სჩადის, მაგრამ სხვებს უცხადებს ამას და ამაყობს, ის უკვე ღებულობს ამისთვის საზღაურს, ამაოდ შრომობს და ცოდვაში ვარდება.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: ღვთისმშობლის მიძინება · Public domain