30 აგვისტო კვირა
ძველი სტილით — 17 აგვისტოდღეს
მიძინების შემდგომი დღესასწაული
მე-13 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა ტბელ აბუსერისძისა, ჰაგიოგრაფისა და ჰიმნოგრაფისა, ერისათვის თავდადებულისა(XIII)*›
- მღვდელმოწამისა მირონ ხუცისა (250)›
- მოწამეთა პავლესი, დისა მისისა ივლიანასი, და სხვათა (273)›
- მოწამეთა: თვირსესი, ლევკისა, კორონატისა და მოყვასთა მათთა (III)›
- მოწამისა პატროკლესი (III)›
- მოწამეთა: სტრატონისა, ფილიპესი, ევტიქიანესი და კვიპრიანესი (303)›
საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-2, მკ. 16: 1-8 (დას. 70).
ლიტ.: 1 კორ. 16: 13-24 (დას. 166). მთ. 21: 33-42 (დას. 87).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს ღირსი ტბელ აბუსერიძის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ეგოისტურად ნუ აიძულებთ თავს, თქვენს ძალებზე მეტად იღვაწოთ და დაიმძიმოთ სული. ქრისტე მოყვარული მამაა და არა ტირანი. ქრისტეს ახარებს ჩვენი მოშურნეობა ღვაწლისათვის.








