14 აგვისტო პარასკევი
ძველი სტილით — 1 აგვისტოდღეს
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- შემოყვანება პატიოსანთა ძელთა უფლის ცხოველსმყოფელისა ჯვარისა›
- მოწამეთა 7-თა ძმათა მაკაბელთა: აბიმისა, ანტონინესი, გურისა, ელიაზარისა, ევსევონისა, ალიმისა და მარკელისა, დედისა მათისა სოლომონიასი და მოძღვრისა მათისა ელიაზარ მღვდლისა (166 წ. ქრ. შ-მდე)›
- 9-თა მოწამეთა პამფილიის პერგეს: ლეონტისა, ატისა, ალექსანდრესი, კინდევსისა, მინსითევსისა, კვირიაკესი, მინეონისა, კატუნისა და ევკლესი (III)›
- დასაწყისი მიძინების – მარიამობის მარხვისა(იხ. 26 მაისი, პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი
საკითხავები
ლიტ.: ჯვარისა: 1 კორ. 1: 18-24 (დას. 125). ინ. 19: 6-11, 13-20, 25-28, 30-35 (დას. 60).მოწ.: ებრ. 11: 33 - 12: 2 (დას. 330). მთ. 10: 32-36: . 11: 11 (დას. 38).წირვის შემდეგ წყლის კურთხევა (მცირე აიაზმა): ებრ. 2: 11-18 (დას. 306). ინ. 5: 1-4 (დას. 14).
ლიტურგიკული შენიშვნა
შენიშვნა).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
იგი გრძნობაა მართალი, რომელიც კატასავით დღე მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულა გულში.







