27 აგვისტო ხუთშაბათი
ძველი სტილით — 14 აგვისტოდღეს
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელის მიძინების წინადღესასწაული
მე-13 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტისა ნაზარისა(ლეჟავა),გერმანე(ჯაჯანიძე),იეროთეოს(ნიკოლაძე)და სიმონ(მჭედლიძე)ხუცესთა, მთავარდიაკონისა ბესარიონისა(კუხიანიძე) (1924)და ყოველთა ახალმოწამეთ, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა(XX)*›
- წინასწარმეტყველისა მიქეასი, (VIII ს. ქრ. შ-მდე)
- მღვდელმოწამისა მარკელესი, აპამიელ ეპისკოპოსისა და 70-თა მოწაფეთა მისთა (389)›
საკითხავები
2 კორ. 10: 7-18 (დას. 190). მკ. 3: 28-35 (დას. 14) - ხუთშ.2 კორ. 11: 5-21 (დას. 192). მკ. 4: 1-9 (დას. 15)
პარ.
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს ახალმოწამეთა განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 13ფსალმუნნი 91–100›
- ცისკარზე · კათიზმა 14ფსალმუნნი 101–104›
- მწუხრზე · კათიზმა 15ფსალმუნნი 105–108›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწიონ სხვა ადამიანებს.








