12 აგვისტო ოთხშაბათი
ძველი სტილით — 30 ივლისიდღეს
წმიდა ცოტნე დადიანი - საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)
მე-11 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- დიდისა მთავრისა და აღმსარებელისა ცოტნესი, სამშობლოსათვის თავდადებულისა(დადიანი XIII)*›
- 70-თაგანთა მოციქულთა: შილასი, სილოვანესი, კრისკენტისა, ეპენეტოსი და ანდრონიკესი (I)›
- მოწამისა იოანე მხედრისა (IV)*›
- მოწამეთა: პოლიქრონისა, ბაბილონელი ეპისკოპოსისა, პარმენ, ელიმე და ქრისოტელ ხუცესთა, ლუკა და მუკო დიაკონთა, აბდონი და სენისი სპარსეთის მთავართა და მოწამეთა ოლიპისა და მაქსიმესი (251)›
- მღვდელმოწამისა ვალენტინე (უალენტინე) ეპისკოპოსისა და სამთა მოწაფეთა მისთა მოწამეთა: პროკულისა, ეფიბისა და აპოლონისა და მართლისა აბუნდისა (273)›
- რიგ
საკითხავები
2 კორ. 3: 4-11 (დას. 173). მთ. 23: 29-39 (დას. 96).ცოტნესი: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ.12: 8-12. (დას. 64).
ლიტურგიკული შენიშვნა
* ხსენებისდღე დაწესდა წმ. სინოდის 1999 წლის 26 ოქტომბრის კრების განჩინების საფუძველზე. **თუ უპირატესი ინებებს წმ. იოანე მხედრის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას“







