21 აგვისტო პარასკევი
ძველი სტილით — 8 აგვისტოდღეს
უფლის ფერისცვალების შემდგომი დღესასწაული
მე-12 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა ექვთიმე გარეჯელისა,იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრისა, წმიდისა ნინოს „დაუჯდომელის“ გამომთქმელისა (მჭედელაშვილი, 1804)*›
- მართლისა მელქისედეკისა (XX ს. ქრ. შობამდე)
- ემელიანე აღმსარებელისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (815-820)
- მირონ სასწაულთმოქმედისა კრიტელ ეპისკოპოსისა (350)›
- მოწამეთა ელევთერისა და ლეონიდისა და შვილთა მათთა
- ღირსისა გრიგოლი სინელისა (XIV)›
საკითხავები
2 კორ. 7: 10-16 (დას. 184). მკ. 2: 18-22 (დას. 9).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს ეფრემ დიდის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.






