გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

3 სექტემბერი ხუთშაბათი

ძველი სტილით — 21 აგვისტო

მიძინებისშემდგომიდღესასწაული

მე-14 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

წმიდა მოციქული თადეოზი, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 44)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

გალ. 1: 1-10, 20 - 2: 5 (დას. 198). მკ. 5: 1-20 (დას. 19).

ლიტურგიკული შენიშვნა

* თუ უპირატესი ინებებს წმ. სარმიან კათალიკოსის და ღირსი თადეოზის განგების შესრულებას, მაშინ მათთვისცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.

ხმა და დღის ფსალმუნნი

4
ამ კვირის ხმაა 4რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ყველა ადამიანი ღებულობს ღვთისაგან უხვ კურთხევას, მაგრამ ცოტანი ემადლიერებიან მას, ცოტანი გრძნობენ კმაყოფილებას და სიხარულს ქრისტეს გვერდით.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026