გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

15 სექტემბერი სამშაბათი

ძველი სტილით — 2 სექტემბერი

წმიდა მოწამე მამაი (+275), მამა მისი თეოდოტე და დედა - რუფინე (III)

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

წმიდა მოწამე მამაი (+275), მამა მისი თეოდოტე და დედა - რუფინე (III)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

ლიტ.: გალ. 4: 28 - 5: 10 (დას. 211). მკ. 6: 54-7: 8 (დას. 27)

ორშ. გალ. 5: 11-21 (დას. 212). მკ. 7: 5-16 (დას. 28) - სამშ.

ლიტურგიკული შენიშვნა

* წმიდამამაჲს (და არა მამანტის) სახელთან დაკავშირებით იხ. 2006 წლის საეკლესიო კალენდრის 1 სექტემბრის შენიშვნა 87. გვ. 112. ასევე ი. მის ჭედურ ხატზე მისი სახელის წარწერა. ხატი ამჟამად დაცულია თბილისის ხელოვნების მუზეუმში.

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026