9 სექტემბერი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 27 აგვისტოდღეს
ღირსი პიმენ დიდი (+დაახლ. 450)
მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა პიმენ დიდისა (450)›
- ოსია აღმსარებელისა, კორდუბელ ეპისკოპოსისა (359)›
- ლიბერი აღმსარებელისა, რომის პაპისა (366)›
- ღირსისა პიმენ პალესტინელისა (602)›
- მოწამისა ანთუსა ახლისა
- ღირსისა საბა ასურისა, რომელსა პირველად ეწოდა ივლიანე›
- ფილიპეს მიერ ეთიოპელი საჭურისის ნათლობისა
საკითხავები
გალ. 3: 15-22 (დას. 207). მკ. 6: 7-13 (დას. 23).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ისე არავინ აზიანებს საზოგადოებას, როგორც მევახშეები. მათ მიერ საზოგადოება უფრო მეტად კვნესის, ოხრავს და უძლურდება, ვიდრე - უცხოტომელი მტრებისაგან.






