გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

19 სექტემბერი შაბათი

ძველი სტილით — 6 სექტემბერი

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა (IV); ღირსი არქიპო (IV)

მე-16 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა (IV); ღირსი არქიპო (IV)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

ებრ. 2: 2-10 (დას. 305). ლკ. 10: 16-21 (დას. 51).რიგ.: 1 კორ. 10: 23-28 (დას. 146). მთ. 24: 34-44 (დას. 101).

ლიტურგიკული შენიშვნა

* ხონეშიქმნილი საკვირველების გამო მიქაელ მთავარანგელოზი, მოიხსენიება „ხონელად“ (ბერძნ. „,ო-ხონიატის”). ხატიც, რომელიც ამ საკვირველებას ასახავს, ძველად „ხონელის” სახელით მოიხსენიებოდა. ამ სახელის ბერძნული ფორმა, „ო-ხონიატის“, ქართულშიც შემოსულა ,,ოქონის“ ფორმით. შუა საუკუნეებში ოქონის ხატს საქართველოში დიდ პატივს მიაგებდნენ. მის სახელზე რამდენიმე ადგილას ეკლესიაც აუგიათ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით სახელი შეერქვა დასავლეთ საქართველოს ქალაქ ხონს, ქართლის სოფელ ოქონას (ქარელის რ-ნი) და რამდენიმე სხვა ადგილს (იხ. თ. მესხი, ოქონის ხატის რაობისა და ისტორიისათვის, თბ., 2015 წ).

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

გაცილებით უკეთესია მხოლოდ ღმერთს უყვარდე, ვიდრე - მთელ სამყაროს.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026