გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

1 ოქტომბერი ხუთშაბათი

ძველი სტილით — 18 სექტემბერი

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ხუთშაბათი

წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი - ელიზბარი და შალვა (+1661)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).

ლიტ.: ეფ. 5: 33 - 6: 9 (დას. 232).მთ. 24: 13-28 (დას. 99).მოწ. ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ.21: 12-19. (დას. 106).

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ჭეშმარიტად გონიერმა ადამიანმა არ უნდა მოისმინოს ხოლმე ნებისმიერი საუბარი, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელსაც სარგებლობის მოტანა შეუძლია სულისათვის და რომელიც ღვთისშემეცნებაში შეგვეწევა; იმიტომ, რომ სასარგებლო საუბრის მოსმენა ის გზაა, რომლითაც ადამიანები კვლავ უბრუნდებიან ჭეშმარიტ ცხოვრებას და საუკუნო ნათელს.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026