17 ოქტომბერი შაბათი
ძველი სტილით — 4 ოქტომბერიდღეს
წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი (+1642)
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა ევდემოზ I-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა(1642, დაკრძ. ანჩისხატის ტაძარში)*›
- მღვდელმოწამისას იეროთესი, ათენელ ეპისკოპოსის›
- (I)
- მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III)›
- მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელ ეპისკოპოსისა (III-IV)›
- მოწამეთა: დომნინასი და ორთა ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306)›
- ღირსისა ამონისა (350)›
- ღირსისა პავლე უბრალოსი (IV)›
- მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV)
საკითხავები
2 კორ.1: 8-11 (დას. 168).ლკ. 5: 17-26 (დას. 19).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს წმ. ევდემოზის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
უაზროდ, განუსჯელად მოლაპარაკე ადამიანს არა აქვს გონიერება, რადგანაც იგი ისე წარმოთქვამს სიტყვებს, რომ არაფერს არ ფიქრობს მათს გამო. შენ კი განსაჯე ხოლმე და დაუკვირდი, თუ რისი თქმა და გაკეთება იქნება სასარგებლო შენი ხსნისათვის.









