გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

28 ოქტომბერი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 15 ოქტომბერი

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (+889)

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

ღირსი ექვთიმე ახალი, თესალონიკელი (+889)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

კოლ. 3: 17 - 4: 1 (დას. 259).ლკ. 8: 22-25 (დას. 37).

ხმა და დღის ფსალმუნნი

4
ამ კვირის ხმაა 4რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

შებილწული სამოსით შემოსილნი იმ ადამიანთა სამოსსაც შებილწავენ, რომლებიც მიეახლებიან მათ. ამგვარადვე ბოროტი ზნისა და გამოუსწორებელი ყოფა-ქცევის ადამიანებიც, ურთიერთობა აქვთ რა უმწიკვლო ადამიანებთან, თითქოსდა ლაფით მოსვრიან ხოლმე მათს სულებს უღირსი სიტყვით.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026