გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

10 ოქტომბერი შაბათი

ძველი სტილით — 27 სექტემბერი

წმიდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304)

მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

წმიდა მოწამე კალისტრატე და მოყვასნი მისნი: გიმნასიოსი, დალმატი, ილიოდორე, დომენტიანოსი და სხვანი (+304)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

1 კორ. 15: 58 - 16: 3 (დას. 164).ლკ. 4: 31-36 (დას. 15).

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ არა ჯერ-არს ზედმეტი სახმარის შეძენა, და თუ აქვს ზედმეტი რამ, მტკიცედ უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ყოველივე ნივთიერი და ამქვეყნიური ხრწნადი და წარმავალია; ან წარტაცებენ, ან თვითონვე დაჰკარგავს რაიმენაირად, ან დაიქცევა, თუკი იგი შენობაა. ამიტომაც, როცა კი შემთხვევა მიეცემა, არ უნდა ისულმოკლეოს და გულუხვად გასცეს თავისი სიმდიდრე, როგორც წმიდა სახარება გვასწავლის.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026