გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

2 ოქტომბერი პარასკევი

ძველი სტილით — 19 სექტემბერი

ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული

მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

წმიდა მოწამენი: ტროფიმე, საბატი და დორიმედონტი (+276)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

ეფ. 6: 18-24 (დას. 234).მთ. 24: 27-33, 42-51 (დას. 24)

პარ. 1 კორ. 15: 39 -45 (დას. 162).მთ. 19: 3-12 (დას. 78)

შაბ.

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თუკი სული კაცისა კეთილმსახური და ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით არ იცხოვრებს, მისთვის არავითარი სარგებლობა არ ექნება მეცნიერებათა შესწავლას. ყველა ბოროტების მიზეზი კი - შეცთომლიება, საცთური და ღმერთის უცნობელობაა.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026