28 სექტემბერი ორშაბათი
ძველი სტილით — 15 სექტემბერიდღეს
ჯვრის ამაღლების შემდგომი დღესასწაული
მე-18 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- აბბა იოსებ ალავერდელი ეპისკოპოსისა(570)›
- დიდმოწამისა ნიკიტა კონსტანტინეპოლელისა (372)›
- აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა (პოვნა წმ. ნაწ. III)›
- მოწამეთა: მაქსიმესი, თეოდოტესი და ასკლიადისა (305-311)›
- მოწამისა პორფირისა (361)›
- პირველმოწამისა და პირველდიაკონისა სტეფანესი (პოვნა წმ. ნაწ. 415)›
- ღირსისა ფილოთეოზ ხუცისა, მცირე აზიელისა, სასწაულთმოქმედისა (X)›
საკითხავები
(სახარების საკითხავები მე-11 შვიდეულისა)*.
მწუხრ.: 1) სიბრძ. 5: 15-24; 6: 1-3. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 4: 7-15.
ცისკ.: ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტ.: ეფ. 4: 25-32 (დას. 227).მთ. 23: 13-22 (დას. 94).იოსებისა: 2 კორ. 4: 6-15 (დას. 176). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ლიტურგიკული შენიშვნა
* ჯვრისამაღლების უკუქცევა (იხ. „გარდახდომისა“ და „უკუქცევის“ შესახებ).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ჭეშმარიტად, ადამიანებმა ჯეროვნად უნდა მოიწყონ თავიანთი ცხოვრება ამქვეყნად და კეთილი ზნე-ჩვეულებებით დაჰყონ მასში. როცა ეს აღსრულდება, აი, მაშინ შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ღმერთის შესაცნობად. მთელის გულით და სრულის რწმენით ღმერთის თაყვანისმცემელი ადამიანი ღვთის განგებულებით უხილავად ღებულობს შეწევნას მრისხანებისა და ბილწ გულისწადილთა მოსათოკავად, რომელნიც მიზეზს წარმოადგენენ ყოველგვარი ბოროტებისა.








