გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

8 სექტემბერი სამშაბათი

ძველი სტილით — 26 აგვისტო

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

მე-15 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს.

ხსენება

  • მოწამეთა ანდრიანესი და მეუღლისა მისისა ნატალიასი, ნიკომიდიელთა (305-311)
  • მოწამისა ანდრიანესი (307-324)
  • მაქსიმესი, იერუსალიმელ მთავარეპისკოპოსისა – აღმსარებელისა
ამ დღის ყველა ცხოვრება — 1

საკითხავები

გალ. 2: 21-3: 7 (დას. 204). მკ. 6: 1-7 (დას. 22).

ხმა და დღის ფსალმუნნი

5
ამ კვირის ხმაა 5რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

არ არის ამ ქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain