გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

4 ოქტომბერი კვირა

ძველი სტილით — 21 სექტემბერი

ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკე

მე-18 კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა I.

წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი (+დაახლ. 130)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-7.ინ. 20: 1-10 (დას. 63).

ლიტ.: ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკისა: გალ. 2: 16-20 (დას. 203). მკ. 8: 34 - 9: 1 (დას. 37).რიგ.:2 კორ. 9: 6-11 (დას. 188).მთ. 18: 23-35 (დას. 77).

ლიტურგიკული შენიშვნა

* ჯვრისამაღლების წარგზავნის გამო კოდრატე მოციქულის განგება გარდაიხდება 22 სექტერმბერს (5 ოქტომბერს) მღ.მოწ. ფოკასთან ერთად ან, როგორც ინებებს უპირატესი.

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ძმათა საუბარში ერთმანეთთან არავითარი უხეშობა და რისხვიანი სიტყვა არ უნდა იყოს, რადგან გონიერ ადამიანს, ჩვეულებრივ, ყმაწვილ ქალზე მეტად ამშვენებს სიმდაბლე და კეთილკრძალულება. ღვთისმოყვარე გონება ის ნათელია, სულს რომ აცისკროვნებს, მსგავსად ხილული მზისა, სხეულს რომ ჰფენს ნათელს.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026