31 ოქტომბერი შაბათი
ძველი სტილით — 18 ოქტომბერიდღეს
წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა (I)
22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმიდისა დიდებულისა, ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა ლუკასი(I)›
- მოწამისა მარინი ბერისა (IV)›
- ღირსისა იულიანე მეუდაბნოისა (IV)›
საკითხავები
ლიტ.: მოც: კოლ. 4: 5-9, 14, 18 (დას. 260, შუა). ლკ. 10: 16-21 (დას. 51).რიგ.:2 კორ. 5: 1-10 (ლას. 178).ლკ. 6: 1-10 (დას. 22).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ამქვეყნიურ ქმნილებათაგან მხოლოდ ერთს - ადამიანს - აქვს უნარი ღმერთის მიღებისა თავის თავში, რადგან მხოლოდ ამ ცოცხალ ქმნილებასთან ლაპარაკობს ღმერთი: ღამით სიზმრისეულ ჩვენებათა საშუალებით, დღისით კი - გონების გზით. თავის ღირსეულ ადამიანებს იგი მრავალს განუცხადებს წინასწარ და საჩინოდ მიანიშნებს კიდეც მომავალ საუკუნო სიკეთეთ.





