9 ოქტომბერი პარასკევი
ძველი სტილით — 26 სექტემბერიდღეს
მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა (II ს. დასაწყისი)
მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მიცვალება მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა(I)›
- დღესასწაული ივერიის ღმრთისმშობლის(„თბილისის სიონის“)ხატის ასლისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან ჩამოასვენეს(1989)*›
- ტიხონისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა›
საკითხავები
მწუხრ.: იოანესი: 1) 1 ინ. 3: 21- 4: 6. 2) 1 ინ. 4: 11-16. 3) 1 ინ. 4: 20-5: 5.
ცისკ.: ინ. 21: 15-25 (დას. 67).
ლიტ.: მოც.: 1 ინ. 4: 12-19 (დას. 73, შუა). ინ. 19: 25-27; 21: 24-25 (დას. 61).
ლიტურგიკული შენიშვნა
* თუუპირატესი ინებებს, მაშინ ორივე დღესასწაულის განგება ერთად შესრულდება. საკითხავი ღმრთისმშობლისათვის: ლიტ.: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ის ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ, რა არის მათთვის სასარგებლო, და არც იციან გარჩევა კეთილისა და ბოროტისა, სულიერად ბრმანი არიან და გონებაც დაბნელებული აქვთ. ასეთ ადამიანებს არ უნდა ვაკვირდებოდეთ და არც რაიმე თანაზიარობა უნდა გვქონდეს მათთან, რათა უნებლიედ, ჩვენც მათს მსგავს უბედურებას არ მივემთხვიოთ და ჩვენც არ დავბრმავდეთ სულით.









