16 ოქტომბერი პარასკევი
ძველი სტილით — 3 ოქტომბერიდღეს
მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი - ათენელი ეპისკოპოსი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი (+96)
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა დიონისე არეოპაგელისა, ათენელ ეპისკოპოსისა, რუსტიკე ზუცისა და ელევთერი დიაკონისა (96)›
- ღირსისა იოანე ქოზიბელისა, კესარიელ ეპისკოპოსისა (VI)›
- ნეტარისა ისიხი ქორებელისა (VI)›
საკითხავები
ფლპ. 3: 8-19 (დას. 245). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
გონებას ყველაფრის დანახვა შეუძლია, იმისაც კი, რაც ცათა შინაა, და ვერაფერი ვერ დააბნელებს მას ისე, რომ ეს უნარი დაუკარგოს, გარდა ერთისა - ცოდვისა. ხოლო წმიდა შეურყვნელი გონებისათვის არაფერი არ არსებობს ისეთი, რასაც იგი ვერ შეიცნობდა, ისევე, როგორც სიტყვისთვის არ არსებობს რაიმე გამოუთქმელი.



