5 ოქტომბერი ორშაბათი
ძველი სტილით — 22 სექტემბერიდღეს
წმიდა წინასწარმეტყველი იონა (VIII ს. ქრისტეს შობამდე)
მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წინასწარმეტყველისა იონასი (VIII ს. ქრ.შ-მდე)›
- მღვდელმოწამისა ფოკა სინოპელ ეპისკოპოსისა (117)›
- ღირსისა იონა ხუცისა, საბაწმიდელისა, მამა ღირს აღმსარებელთა მამათა თეოდორე გამომეტყველისა და თეოფანე კანონთგამომთქმელისა (IX)›
- მოწამისა ფოკა მემტილესი (320)›
- მართლისა პეტრე მეზვერეყოფილისა (VI)›
საკითხავები
ფლპ. 1: 1-7 (დას. 235).ლკ. 3: 19-22 (დას. 10).
ლიტურგიკული შენიშვნა
(სახარების საკითხავები მე-18 შვიდეულისა)*.
* შენიშვნა:ტიპიკონის მითითებით, ჯვრის ამაღლების შემდგომი კვირიაკის მეორე დღიდან, ორშაბათიდან, ვიწყებთ, მე-18 შვიდეულის სახარების საკითხავებს (ლკ. 10 დას.), ხოლო სამოციქულოს საკითხავთა რიგი ჩვეულებრივი თანმიმდევრობით გრძელდება.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
კეთილი ზნის კაცმა არვითაარ შემთხვევაში არ უნდა გაჰყიდოს თავისი თავისუფლება ქონების შესაძენად, თუნდაც ეს ქონება ძალზე დიდი იყოს. ამქვეყნიური სიმდიდრე ხომ განქარვებად სიზმარს წააგავს, და ცხოვრბისეულ სიკეთეთ მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყნივალება აქვთ, ხანმოკლე და წარმავალი.







