13 ოქტომბერი სამშაბათი
ძველი სტილით — 30 სექტემბერიდღეს
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა გრიგოლ ეპისკოპოსისა, დიდი სომხეთის განმანათლებელისა(335): მოწამეთა: რიფსიმესი, გაიანესი და მათ თანა 70-თა მოწამეთა: მარდონისა, მიღდონისა, გორგონისა, თეოდორესი, ინდოსი, სტრატონიკესი, 32 დედათა და სხვათა წამებულთა წმიდათა ქალწულთა (IV ს. დას.)›
- მიხეილისა, კიევის პირველი მიტროპოლიტისა (992)›
- წმიდათა შორის მამისა ჩვენისა მელეტი ალექსანდრიელ პატრიარქისა (1601)
საკითხავები
ფლპ. 2: 16-23 (დას. 242).ლკ. 2: 12-16 (დას. 18) - სამშ.ფლპ. 2: 24-30 (დას. 243). ლკ. 5: 33-39 (დას. 21) - ოთხშ.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 7ფსალმუნნი 46–54›
- ცისკარზე · კათიზმა 8ფსალმუნნი 55–63›
- მწუხრზე · კათიზმა 9ფსალმუნნი 64–69›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ის სულნი, რომელნიც ღვთისმოყვარე გონებით არ არიან აღვირასხმულნი და მართლიად წარმართებულნი, და ამის გამო ბოროტ ვნებებს დამორჩილებიან - ამაქვეყნიურ სიამეთ და მათგან მომდინარე მწუხარებას, - ასეთი სულები დასაღუპად არიან განწირული მსგავსად უგუნური პირუტყვებისა. ამგვარი სულები, გატაცებულნი ბოროტი ვნებებით, იმ ცხენებს ჰგვანან, მეეტლეს რომ ვეღარ დაუმორჩილებია და დასაღუპად მიექანებიან.




