გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

27 ოქტომბერი სამშაბათი

ძველი სტილით — 14 ოქტომბერი

წმიდა მოწამენი: ნაზარი, გერვასი, პროტასი და კელსი (I)

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

ღირსი პარასკევა სერბი (XI)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

კოლ. 2: 20 - 3: 3 (დას. 256).ლკ. 8: 1-3 (დას. 34).

ხმა და დღის ფსალმუნნი

4
ამ კვირის ხმაა 4რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ხორციელი სიამეებით ცხოვრება და ტკბობა დიდი სიმდიდრითა და ძალაუფლებით - სიკვდილს ნიშნავს სულისთვის, და პირიქით - მოკვდინება სხეულისა და, ამავ დროს, განუწყვეტელი მადლის მიძღვნა ღმერთისათვის ყველაფრის გამო - არის სიცოცხლე სულისა და ის ვიწრო გზა, რომელსაც საუკუნო ნუგეშისცემისაკენ მივყავართ.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026