12 ოქტომბერი ორშაბათი
ძველი სტილით — 29 სექტემბერიდღეს
ღირსი ონოფრე გარეჯელი, საკვირველთმოქმედი (XVIII)
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა ონოფრესი (ონისიფორე ქარუმიძე), გარეჯელ სასწაულთმოქმედისა(1786)›
- ღირსისა კვირიაკე განშორებულისა, პალესტინელისა (556)›
- მოწამეთა: დადასი, სპარსთა მეფე შაბურის ძისა, გავედაისი და დისა მისისა კაზდოიასი (IV)›
- ღირსისა თეოფანე მოწყალისა›
- რიგ
საკითხავები
ფლპ. 2: 12-16 (დას. 241).ლკ. 4: 37-44 (დას. 16).
ლიტურგიკული შენიშვნა
(სახარების საკითხავები მე-19 შვიდეულისა).
*თუ უპირატესი ინებებს ღირ. ონოფრეს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ადამინის სიცოცხლე შეთანხმიერებაა, შერწყმაა გონებისა (სულისა), სამშვინველისა და სხეულისა; ხოლო სიკვდილი ამ შერთებულ ნაწილთა დაღუპვა და გაქრობა კი არ არის, არამედ დარღვევაა მათი კავშირისა; ამ კავშირის დარღვევის შემდეგაც ღმერთი ყველა ამათ ინახავს.






