გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

21 ოქტომბერი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 8 ოქტომბერი

ღირსი პელაგია (+ დაახლ. 457)

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

ღირსი პელაგია (+ დაახლ. 457)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

კოლ. 1: 18-23 (დას. 251).ლკ. 6: 46-7: 1 (დას. 28).

ხმა და დღის ფსალმუნნი

3
ამ კვირის ხმაა 3რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ადამიანს, როცა ის გაბოროტებული და უკეთურია, შეუძლია მოკლას სხვა ადამიანი. ღმერთი კი განუწყვტლივ მოჰმადლის სიცოცხლის ნიჭს უღირს ადამიანთაც კი. იგი ერთია უშურველი და ყველას მიმართ უხვი და კეთილია. ინება მან, რომ არსებულიყო სამყარო, და იგიც შეიქმნა, არსებობა დაიწყო და აი, კვლავაც არსებობს. და ეს ყველაფერი ადამიანისათვის და მისი უკვდავი სულის ხსნისათვის იქმნა!

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026