გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

4 დეკემბერი პარასკევი

ძველი სტილით — 21 ნოემბერი

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 1

საკითხავები

მწუხრ.: 1) გამ. 40: 1-5, 9-10, 16, 34-35. 2) 3 მეფ. 7: 51; 8: 1, 3-7, 9-11. 3) ეზეკ. 43: 27; 44: 1-4.

ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).

ლიტ.: ღმრთისმშობელისა: ებრ. 9: 1-7 (დას. 320). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თუკი შენ მართლაც წრფელი გულით მოგიხრია ქედი მორჩილების უღლისათვის, ყურადღებით მოუსმინე ხოლმე, რასაც გიბრძანებენ, და შემდეგ კეთილსინდისიერად აღასურლე ყოველივე მთელის სისრულით შენს მიერ დადებული აღთქმისა.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება · Public domain