6 დეკემბერი კვირა
ძველი სტილით — 23 ნოემბერიდღეს
ტაძრად მიყვანების შემდგომი დღესასწაული
27-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა II.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა გრიგოლ არქიმანდრიტისა, ოსვენციმის ბანაკში აღსრულებულისა(ფერაძე, 1942)*›
- ამფილოქე იკონიელ ეპისკოპოსისა (394-ის შემ.)›
- გრიგოლ აკრაკანტელ ეპისკოპოსისა (VI-VII)›
- მოწამეთა სისინისა, კვიზიკელ ეპისკოპოსისა (III) და თეოდორე ანტიოქიელისა (IV)›
- კეთილმორწმუნისა დიდისა მთავრისა ალექსანდრე ნეველისა (1263)*›
საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233).ლკ. 12: 16-21 (დას. 66).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს მღვდელმოწ. გრიგოლის ან კეთლმს. ალექსანდრეს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
იმგვარად იცხოვრე, რომ მონასტრის მამებმა, რომელთაც სულიერად დაგბადეს შენ, განიხარონ შენი დიდების ხილვით წმიდათა დასთან ერთად.








