20 დეკემბერი კვირა
ძველი სტილით — 7 დეკემბერიდღეს
წმიდა ამბროსი, მედიოლანელი ეპისკოპოსი (+397)
29-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა IV.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ამბროსი მედიოლანელ ეპისკოპოსისა (397)›
- მოწამისა ათინოდორე მონაზონისა (304)›
- ღირსისა პავლე მორჩილისა›
- მოწამისა ფილოთესი (1060)
საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-7.ინ. 20: 1-10 (დას. 63).
ლიტ.: კოლ. 3: 12-16 (დას. 258) (30-ე კვირიაკის)*. ლკ. 17: 12-19 (დას. 85) (29-ე კვირიაკის)**.
ლიტურგიკული შენიშვნა
* ტიპიკონისმითითებით, წმიდათა მამათმთავართა კვირიაკეს ლიტურგიაზე იკითხება 29-ე კვირიაკის სამოციქულო (კოლ. 257 დას.), ამიტომ ამ კვირიაკეს იკითხება 30-ე კვირიაკის სამოციქულო, რომელიც რიგის მიხედვით ემთხვევა წმ. მამათა კვირიაკეს. ** ტიპიკონისმითითებით, წმიდათა მამათმთავართა კვირიაკეს ლიტურგიაზე იკითხება 28-ე კვირიაკის სახარება (ლკ. 76 დას.), ამიტომ ამ კვირიაკეს ჯვრის ამაღლების უკუქცევის გათვალისწინებით იკითხება 29-ე კვირიაკის სახარება, რომელიც რიგის მიხედვით ემთხვევა მამამთავართა კვირიაკეს.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
თუკი ნამდვილად მშვიდი ცხოვრება გინდა, ნუ შეხვალ იმ ადამიანებთან, რომელთა მთელი საზრუნავი ამაოებაა, და თუ როდისმე შემთხვევით მოხვდები მათ შორის, ისე დაიჭირე თავი, თითქოსდა არც ხარ მათს გვერდით.



