25 დეკემბერი პარასკევი
ძველი სტილით — 12 დეკემბერიდღეს
წმიდა სპირიდონი, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი (+დაახლ. 348)
30-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- სპირიდონ ტრიმითუნტელ ეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისა(348)*›
- ღირსმოწამისა იოანესი, ზედაზნის წინამძღვრისა, სარკინოზთაგან წამებულისა(IX)*›
- მღვდელმოწამისას ალექსანდრე იერუსალიმელ ეპისკოპოსისა (251)›
- მოწამისა სინეზისა (270-275)›
- უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე (1977 წ.)
- რიგ
საკითხავები
ებრ. 11: 8, 11-16 (დას. 327).ლკ. 21: 37-22: 8 (დას. 108).მღ.მთ.: ებრ. 13: 17-21 (დას. 335). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს წმ. სპირიდონის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ **თუ უპირატესი ინებებს ღირსმოწ. იოანეს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 19ფსალმუნნი 134–142›
- ცისკარზე · კათიზმა 20ფსალმუნნი 143–150›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ნუ ილაპარაკებ რისხვით აღვსებული, არამედ ყოველთვის სიბრძნით და გონიერებით წარმოთქვი შენი სიტყვა, მსგავსად ჩვენი ყოვლად ბრძენი წმიდა მამებისა; მდუმარებაშიც მათ მიბაძე და საუბარშიც, რადგან მათი სიტყვა ყოველთვის აღსავსე იყო სიბრძინთა და გონიერებით, ისევე, როგორც მათი მდუმარება.





