30 ნოემბერი ორშაბათი
ძველი სტილით — 17 ნოემბერიდღეს
დიდმოწამე მიქაელი, რომელსა ეწოდა გობრონ და ასოცდაცამეტნი მხედარნი მისნი (+914)
27-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- დიდისა მოწამისა მიქაელისა, რომელსა ეწოდა გობრონ და 133-თა მოწამეთა, მხედართა მისთა (914)›
- გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა(266-270)›
- ღირსისა ლაზარე ხატმწერისა, აღმსარებელისა (857)›
- რიგ
საკითხავები
(სახარების საკითხავები 26-ე შვიდეულისა). 1 ტიმ. 5: 1-10 (დას. 285).ლკ. 14: 12-15 (დას. 75).დიდმოწ.: რომ. 8: 28-39 (დას. 99). ლკ. 21: 12-19 (დას. 106).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
იმგვარადვე ნუ იქნები ეკლესიაში, როგორადაც მრავალი ადამიანის შესაკრებელში ხარ ხოლმე (ანუ სული შენი მრავალი ზრახვითა და ხმაურით არ უნდა იყოს შეშფოთებული).




