გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

7 ნოემბერი შაბათი

ძველი სტილით — 25 ოქტომბერი

წმიდა მოწამენი: მარკიანე და მარტვირი (+დაახლ. 355)

23-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. დიმიტრის შაბათი

წმიდა მოწამენი: მარკიანე და მარტვირი (+დაახლ. 355)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

2 კორ. 8: 1-5 (დას. 185).ლკ. 7: 1-10-(დას. 29).მიცვ.: 1 თეს. 4: 13-17 (დას. 270). ინ. 5: 24-30 (დას. 16).

ლიტურგიკული შენიშვნა

* მიცვალებულთახსენება, რომელიც აღინიშნება დიდი მოწამის დიმიტრი თესალონიკელის ხსენების (26 ოქტომბერი) წინა შაბათს, რუსეთის ეკლესიის ტრადიციაა. იგი დაწესდა კულიკოვის ომში (1380 წ.) დაღუპულ მეომართა მოსახსენებლად, ხოლო დიმიტრი თესალონიკელის ხსენებას დაუკავშირეს დიმიტრი დონელის პატივსაცემად.

ხმა და დღის ფსალმუნნი

5
ამ კვირის ხმაა 5რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

რაკი ცხოვრებისეულ მითქმა-მოთქმას მოშორდები, სენაკში განმარტოვდი და მწირი შეიქენი. სენაკში ყოფნა შენთვის იგივე იქნება, რაც უცხო მხარეში მსხემობაა მწირთათვის.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026