გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

27 ნოემბერი პარასკევი

ძველი სტილით — 14 ნოემბერი

წმიდა მოციქული ფილიპე (I)

26-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

წმიდა მოციქული ფილიპე (I)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

1 ტიმ. 4: 4-8, 16 (დას. 285).ლკ. 13: 31-35 (დას. 73).მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ინ. 1: 43-51 (დას. 5).

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

იმაზე მეტს, რაც შენ აუცილებლად გესაჭიროება, ნურაფერს ნუ შეინახავ სენაკში.

#

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026