გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

14 ნოემბერი შაბათი

ძველი სტილით — 1 ნოემბერი

წმიდანი უვერცხლონი მკურნალნი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)

24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი

წმიდანი უვერცხლონი მკურნალნი კოზმა და დამიანე, რომელნი იყვნენ ასიით და დედა მათი ღირსი თეოდოტია (III)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

1 კორ. 12: 27 - 13: 8 (დას. 153). მთ. 10: 1, 5-8 (დას. 34, შუა).რიგ.:2 კორ. 11: 1-6 (დას. 191). ლკ. 8: 16-21 (დას. 36).

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

გულმოდგინედ იკითხე საღმრთო წერილი და ამით აღმოფხვრი შენში არაწმიდებას (ანუ წმიდა წერილის კითხივთ უნდა განდევნო შენგან არაწმიდა ზრახვები და უჯერო ფიქრები).

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026