გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

10 ნოემბერი სამშაბათი

ძველი სტილით — 28 ოქტომბერი

წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი (VII)

24-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

წმიდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი (VII)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 10

საკითხავები

ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).

ლიტ.: 1 თეს. 3: 9-13 (დას. 268).ლკ. 11: 1-10 (დას. 55).მღ.მოწ.: 1 ტიმ. 1: 12-17 (დას. 280). ლკ. 12: 32-40 (დას. 67).

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ყოველდღე იმარხულე ხოლმე მეცხრე ჟამამდე, გარდა შაბათისა და უფლის დღისა (კვირისა), ხოლო როცა მეცხრე ჟამი დადგება, შენს შიდა სენაკში შედი (გარე სენაკში, ანუ წინკარში მუშაობის შემდგომ) და საზრდოს მიღებამდე ლოცვა-ვედრება აღუვლინე უფალს. საზრდოს მიღების შემდგომ ხან იკითხე და ხანაც ილოცე მონაცვლეობით.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026