გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
დახმარება

მიწოდება და გადახდა

კურიერით მთელ საქართველოში — ღირებულება, ვადები და გადახდის გზები ერთ გვერდზე.

2–5 სამუშაო დღესტანდარტული მიწოდება მთელ საქართველოში
დღესვესწრაფი მიწოდება თბილისში — 12:00-მდე შეკვეთისას
300 ₾-დანსტანდარტული მიწოდება უფასოა
2–4 კვირაშეკვეთით ჩამოსატანი ნივთები — უფასო მიწოდებით

საკურიერო მომსახურება და მიწოდების ღირებულება

მიწოდება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო სამსახურების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით. ღირებულება დამოკიდებულია გზავნილის წონასა და მიმღების მისამართზე:

კგ0–55–1010–1515–20
თბილისი5 ₾9 ₾9 ₾13 ₾
შემოგარენი8 ₾10 ₾11 ₾14 ₾
დიდი ქალაქები8 ₾12 ₾15 ₾20 ₾
რეგიონი12 ₾12 ₾15 ₾20 ₾
მაღალმთიანი14 ₾14 ₾17 ₾22 ₾
  • სწრაფი მიწოდება თბილისში — 12 ₾-დან, 12:00-მდე გაფორმებისას იმავე დღეს
  • 300 ₾-ზე მეტ შეკვეთაზე სტანდარტული მიწოდება უფასოა

მაღალმთიან და ძნელად მისადგომ რეგიონებში მისამართებზე მიწოდება შესაძლებელია „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობითაც — ამის შესახებ დეტალებს დაზუსტებთ ჩვენი წარმომადგენელი შეკვეთის დადასტურებისას.

მიწოდების ვადები

  • სტანდარტული მიწოდება: 2–5 სამუშაო დღე — ზუსტ დღეს გაფორმებისას ხედავთ, კურიერის გრაფიკის მიხედვით.
  • სწრაფი მიწოდება (თბილისის ფარგლებში): იმავე დღეს, თუ შეკვეთა 12:00-მდე გაფორმდა (ბარათით გადახდისას — თუ 12:00-მდე გადაიხადეთ); მის შემდეგ — მომდევნო სამუშაო დღეს. მხოლოდ მარაგში არსებულ ნივთებზე; ფასი წონაზეა დამოკიდებული და უფასო მიწოდება მასზე არ ვრცელდება.

შეკვეთით ჩამოსატანი ნივთები

სოფრინოსა (რუსეთი) და ორამას (საბერძნეთი) ნაწარმს ადგილზე არ ვინახავთ — თქვენი შეკვეთის შემდეგ გამოვიწერთ მწარმოებლისგან. ასეთ ნივთს ბარათზე და გვერდზე აწერია „📦 შეკვეთით“.

  • ვადა: სავარაუდოდ 2–4 კვირა; ზუსტ თარიღს შეკვეთის დადასტურებისას გეტყვით.
  • მიწოდება უფასოა — ჩამოტანის ღირებულება უკვე ფასშია ჩათვლილი.
  • ზოგი ნივთი რამდენიმე ზომით მზადდება და ფასი ზომაზეა დამოკიდებული — ასეთ ნივთზე მოგვწერეთ Messenger-ში და ზომასა და ფასს დაგიზუსტებთ.

მიწოდება საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ მცხოვრები მომხმარებლებისთვის შესაძლებელია შეკვეთის გაგზავნა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. გადაზიდვის ვადა საშუალოდ შეადგენს 7–21 სამუშაო დღეს, მიმღების ქვეყნისა და მისამართის მიხედვით. საერთაშორისო მიწოდების ღირებულების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებული საკონტაქტო არხებიდან ერთ-ერთის მეშვეობით.

გადახდა

VisaMastercardAmerican ExpressApple PayGoogle Pay

შეკვეთის დადასტურებისას იხდით ონლაინ, ბარათით — Visa, Mastercard, American Express, Apple Pay ან Google Pay.

  • გადახდა ხდება Stripe-ის დაცულ გვერდზე — ბარათის მონაცემები ჩვენამდე არ აღწევს.
  • გადახდის დადასტურება ელფოსტით მოგივათ, შეკვეთა კი მაშინვე დამუშავებაში გადადის.

ფასები მითითებულია ეროვნულ ვალუტაში (₾) და მოიცავს დღგ-ს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მინიმალური შეკვეთა

შეკვეთის მინიმალური თანხაა 100 ₾ — ითვლება ნივთების ღირებულება ფასდაკლების შემდეგ, მიწოდების გარეშე.

კიდევ გაქვთ კითხვა?

მოგვწერეთ — ვპასუხობთ ნებისმიერ სამუშაო დღეს.