გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

30 ოქტომბერი პარასკევი

ძველი სტილით — 17 ოქტომბერი

წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა

22-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

წმიდა კოზმანი, რომელი ქართლს ეწამა

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

ცისკ.: მთ. 15: 21-28 (დას. 62).

ლიტ.: კოლ. 4: 10-18 (დას. 261).ლკ. 9: 12-18 (დას. 42).დიდმოწ.: 2 კორ. 6: 1-10 (დას. 181). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).

ლიტურგიკული შენიშვნა

* „აღსრულებაჲმისი თთუესა ოკდონბერსა ათჩჳდმეტსა საჴსენებელსა წმიდათა მათ და სანატრელთა მოწამეთა კოზმან და დამიანჱსთა. და დღე ხუთშაბათი იყო, რომელსა განვაწესეთ საჴსენებელი წმიდისა შუშანიკისი სადიდებელად და საქებლად ღმრთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამჱნ“ (ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I, თბ. 1963, გვ. 29). **თუ უპირატესი ინებებსწმ. იოსებისგანგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.

ხმა და დღის ფსალმუნნი

4
ამ კვირის ხმაა 4რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

უხრწნელი გვირგვინი, სათნოება და ხსნა ადამიანის სულისათვის არის დათმენა ყოველგვაარი უბედურებისა და, იმავდროს, ყოველივესათვის ღმრთისადმი მადლის მიძღვნა. ხოლო აღვირასხმა მრისხანებისა, ენისა, გამოთმოყვარებისა და ხორციელ სიამეთა ნდომისა უდიდესი შეწევნაა სულისათვის.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026