გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

15 ოქტომბერი ხუთშაბათი

ძველი სტილით — 2 ოქტომბერი

წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე (+740)

მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა.ხუთშაბათი

წმიდა დიდმოწამენი, არგვეთის მთავარნი დავითი და კონსტანტინე (+740)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).

ლიტ.: ფლპ. 3: 1-8 (დას. 244).ლკ. 6: 12-19 (დას. 23).მოწ.: ეფ. 6: 10-17 (დას. 233). ლკ. 21: 12-19. (დას. 106).

ხმა და დღის ფსალმუნნი

2
ამ კვირის ხმაა 2რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

უგულისხმო სული, ბუნებით უკვდავი და მბრძანებელი სხეულისა, მის მონად შეიქნება ხოლმე გრძნობისმიერ სიამოვნებათა მოსურვების მიზეზით, რადგან არ უწყის, რომ როცა სხეულს აამებს, ამით სულს ღუპავს, ასე რომ, უგულისხმობით დაბნელებული და დამახინჯებული სული ადამიანისა მზრუნველობით დაჰფუფუნებს სხეულს, და თავისდა წარსაწყმედად, სურს სიამენი მიანიჭოს მას.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026