გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

14 ოქტომბერი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 1 ოქტომბერი

სვეტიცხოვლობა

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა

მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

უფლის კვართის ამბავი
სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 8

საკითხავები

მწუხრ.: კვართისა: 1) გამ. 15: 22-27: 16: 1. 2). ეს. 60: 1-16. 3). იგავ. 9: 1-11.

ცისკ.: მკ. 15: 16-24 (დას. 67).

ლიტ.: კვართისა: 1 ტიმ. 3: 14-16 (დას. 284). ინ. 19: 23-24 (დას. 60 შუა).

ლიტურგიკული შენიშვნა

* ხსენებისდღე დაწესდა წმიდა სინოდის 2015 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით.

ხმა და დღის ფსალმუნნი

2
ამ კვირის ხმაა 2რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

სული - სხეულშია დავანებული, სულში - გონიერება ჰგიებს, ხოლო გონებაში - სიტყვაა, რომლის მეშვეობით განჭვრეტილი და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს ადამიანის სულს - უხრწნელებასა და საუკუნო ნეტარებას ანიჭებს მას. ყოველივე არსებულსაც ხომ ღმერთმა მიანიჭა სიცოცხლე თავისი ერთიანი სახიერებით.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი · CC BY-SA 4.0