გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

20 ოქტომბერი სამშაბათი

ძველი სტილით — 7 ოქტომბერი

ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)

21-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი (+1763)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

კოლ. 1: 1-2,7-11 (დას. 249).ლკ. 6: 37-45 (დას. 27).

ლიტურგიკული შენიშვნა

*თუ უპირატესი ინებებს ღირსი იოსების და აღმს. ამბროსის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239. **ამბროსიაღმსარებლის მთავარი მოსახსენებელი დღეა 16 (29) მარტი, ხოლო მეორედ ხსენების წინამდებარე დღე დაწესდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

ხმა და დღის ფსალმუნნი

3
ამ კვირის ხმაა 3რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ღვთაებრივი განგებულებითაა ამქვეყნად ყოველივე, რაც კი არსებობს და მოქმედებს. ღვთის მიერ დადგენილი წესით განუხრელად არესრულება ამქვეყნად, მაგალითად, ის, რომ მზე ყოველდღე ამოდის და ჩადის, ხოლო მიწა კი შესაფერ დროს თავის ნაყოფთ გამოიღებს, და ეს ყოველივე ადამიანისათვის დაებადა და მისთვის ხდება.

#

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026